BARATI.GE
გადაიხადე სხვაზე ნაკლები

რესტორნები და კაფე-ბარები

რესტორანი ძველი ქალაქი


 

 

 

 

 

 

რესტორანი ძველი ქალაქი გთავაზობთ 10% ფასდაკლებას.

რესტორანი მოიცავს სამი განსხვავებული შინაარსის დარბაზს:

„ქართული დარბაზი“, ეს არის კომპლექსის ძირითადი ღერძი.
ამ დარბაზში შემოსული სტუმარი თითქოს საუკუნის წინანდელ თბილისში ბრუნდება - შეკიდული აივნები და გარემო ძველ სტილში, გასული საუკუნის თბილისში გადაიყვანს ადამიანს. „ქართული დარბაზი“ ყოველ საღამოს თავის სტუმრებს აძლევს საშუალებას უდიდესი სიამოვნება მიიღონ ცეცხლოვანი ქართული ნაციონალური ცეკვების ყურებითა და საესტრადო სიმღერების მოსმენით.

„თეთრი დარბაზ“-ში შესვლისას თანამედროვე, ევროპულ სტილში გადაწყვეტილ გარემოში აღმოჩნდებით!

ამავე კომპლექსში ფუნქციონირებს "ლუდის დარბაზი", რომელშიც დამონტაჟებულია გერმანიიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლუდსახარში აპარატი, სადაც მომხმარებლის თვალწინ იხარშება საუკეთესო ხარისხის ცოცხალი ბავარიული ლუდი „Kaizer Bräu“ გერმანელი ტექნოლოგის იშტვან ბერეცკის მიერ, გერმანული ალაოთი, გერმანული არომატული სვიით და გერმანული ცოცხალი საფუარით. აქვე, ლუდის დარბაზში დამონტაჟდა აგრეთვე არყის გერმანული სახდელი დანადგარი, რომელშიც აგრეთვე მომხმარებლის თვალწინ ხდება ასევე გერმანული დანადგარით სხვადასხვა ნატურალური ქართული ხილისგან არყის, შნაპსის და ვისკის გამოხდა.

მისამართი: თბილისი, ა. ბაქრაძის ქ. №1 (მარჯვენა სანაპირო)

ტელ.: 2 210 26 02; 595 47 55 52;

           593 56 99 66; 599 908 806 

           2 103 900 (ლუდსახარში)