BARATI.GE
გადაიხადე სხვაზე ნაკლები

კლინიკები

ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა


 

 

 

 

 

დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა გთავაზობთ 20% ფასდაკლებას შემდეგი სახის გამოკვლევებზე:

1. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

კლინიკაში არსებული მანქანა ღია მაგნიტური ტომოგრაფების რიცხვს მიეკუთვნება, და ამიტომ მასზე გამოკვლევა ადვილია იმათთვისაც, ვისაც დახურული სივრცის შიში (კლაუსტროფობია) ახასიათებს. ამ აპარატზე შესაძლებელია ადამიანის ყველა ორგანოს უზუსტესი შრეობრივი  ორი და სამ განზომილებიანი გამოსახულების მიღება. 

2. კომპიუტერული ტომოგრაფია
კომპიუტერული ტომოგრაფია უხშირესად გამოიყენება გულმკერდის, მუცლის ღრუს ორგანოებისა და მენჯის გამოსაკვლევად.  
 
3. ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია)
ულტრაბგერით შესაძლებელია ყველა იმ ორგანოს გამოკვლევა, რომელიც ჰაერს არ შეიცავს ანუ, რეალურად მეტ-ნაკლები ინფორმატიულობით შეიძლება გამოკვლეული იქნეს ყველა ორგანო და ქსოვილი  ფილტვებისა და  ნაწლავების გარდა.
 
4. დენსიტომეტრია - ძვლების სიმყიფის (DEXA) გამოკვლევა.
ამ მეთოდით ხდება ძვლების განლევის ხარისხის (ოსტეოპოროზი) დადგენა. 
 
5. რენტგენოლოგიური გამოკვლევა
კლინიკაში რენგენოლოგიური გამოკვლევაც ულტრა თანამედროვე -ციფრული მეთოდით ხდება, რაც საშუალებას იძლევა მიღებული სურათები გაიგზავნოს როგორც რადიოლოგებთან აშშ-ში, ასევე მკურნალ ექიმთან საქართველოში.
 
6. ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობა:
კლინიკაში დაინერგა ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის მეთოდი: თავდაპირველად ხდება სიმპტომების გამომწვევი პათოლოგიის  ზუსტი დიაგნოსტიკა მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, შემდეგ კი ამ პათოლოგიის მკურნალობა მიმდინარობს მედიკამენტებით, ლაზერის სხივით, მანუალური თერაპიით და  ხერხემლის კომპიუტერული დაჭიმვის ულტრა-თანამედროვე აპარატით.
 
7. ტელემედიცინა:
აკადემიკოს დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის ბევრმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა აშშ ექიმის სალიცენზიო ურთულესი გამოცდები, გაიარა დახელოვნების 5-7 წლიანი კურსი და ამჟამად მუშაობენ ამერიკის წამყვან კლინიკებში. ეს არის მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში უაღრესად დახელოვნებული ექიმები, რომლებიც ჩვენს კლინიკასთან თანამშრომლობენ და კონსულტაციას უწევენ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების სფეროში ქართველ პაციენტებს ტელემედიცინის საშუალებით.
 
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი - 10:00 - 18:00
შაბათი - 11:00 - 15:00

საკონტაქტო ინფორმაცია:
მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გოთუას ქ. 3
ტელ.: +995 32 2430073; +995 32 2728686; +995 32 2728338
ფაქსი: +995 32 2430083